ძეწკვი ახ.წ. 1-2 სს

კოლექციის შესახებ

გონიო, ხელვაჩაური

შემთხვევითი აღმოჩენა

ზომა: 62.5X1.5 სმ

ოქრო

წნული. მასიური. მიღებულია რვა მავთულის დაწვნის გზით, რომელიც ქმნის წიწვისებრი ორნამენტის ოთხ რიგს. ორივე ბოლო კანელურებით შემკული სფეროსებრი ბურთულებით მთავრდება, რომლებზეც მარყუჟისებრი რგოლებია მირჩილული. ძეწკვთან გადაბმის ადგილს შემოუყვება სამი რგოლი. განძის შემსწავლელების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მასზე ოქროს ჭაბუკის ქანდაკება ეკიდა (იხ.: ლორთქიფანიძე ოთარი, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 74).

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1: 12-106

ბიბლიოგრაფია:

ლორთქიფანიძე ოთარ, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 18, სურ. 51-52; კახიძე ამირან, შალიკაძე თამარი და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმი, 2015: 96, სურ. 96.

გაზიარება